2012 დან 2015 ში

მოკლედ დღეს, სრულიად მოულოდნელად გამახსენდა ჩემი ბლოგის არსებობა, რომელიც 2012 წელს შევქმენი, იმ მიზნით, რომ მოტივაცია ამემაღლებინა და სხვებსაც დავხმარებოდი, ბოლოს როგორც ჩანს გული ავიცრუე ხალხის ნაკლებობის გამო, მაგრამ ეხლა, რომ შემოვედი დაინტერესებულ პირებს ვხედავ, კითხვებით))) ამიტომ გადავწვიტე გავაგრძელო პოსტების წერა და როგორც თქვენი ასევე ჩემი თავის დახმარებაც.

რაც შეეხებაკალორიების დიეტას, რომელსაც მაშინ ვიცავდი, ძალიან კარგი შედეგი ქონდა, იმ ზაფხულს საგრძნობლად დავიკელი, რადგან ყოველი ჭამის წინ ვითვლიდი კალორიებს და ვცდილობდი არ მიმეღო 1200 კალორიაზე მეტი, თუმცა ალბათ მარტივი მისახვედრია, რომ მთელი ცხოვრება ვერ დავითვლით კალორიებს)))) მითუმეტეს თუ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ ეს შეუძლებელიც კია, მაგრამ არსებობს გამოსავალი, რომელიც საუკეთესოა, ჩემის აზრით. დიეტა არ უნდა ვაქციოთ შიმშლად, დროის კარგვად, 10 დღიან თუნდაც 1 თვიან გაჭირვებად, რის შემდეგაც ვიკლებთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისევ ვიმატებთ, ამის ცოცხალი მაგალითი ვარ მე ))) ამდენწლიანი წონის კლების მცდელობის შემდეგ საკმაო ცოდნა შევიძინე ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტერნეტში, დიეტოლოგებისგან, გამოცდილი ადამიანებისგან და აშ. ახლა კი შევეცდები ეს ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ, ხშრად დავპოსტავ, ტრენერების, დიეტოლოგების პროგრამებს, როგორც დიეტას ასევე სავარჯიშო პროგრამებს, სახლში და ფიტნეს დარბაზშ სავარჯიშოდ. თქვენ კი წარმატებებს გისურვებთ და მადლობას გიხდით, რომ ჩემსავით არ დატოვეთ ჩემი ბლოგი მარტო😀. გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები და კარგი შედეგი გვექნება🙂

P.S. ყველანაირად შევეცდები კომენტარებში დატოვებულ კითხვებს ამომწურავად ვუპასუხო❤