განტვირთვის დღეები

იმისათვის რომ არ იყოს სამარცხვინო და შემაწუხებელი ზედმეტი კილოგრამები და სანტიმეტრები, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში, ექსპერიმენტის მოყვარულები და სპეციალისტები შუალედებში გვირჩევენ განტვირთვის დღეების მოწყობას. იდეალურია თუ ამას კვირაში ერთხელ მაინც შევძლებთ. განსაკუთრებით კი დღესასწაულებამდე ან მის შემდეგ. ასეთი ერთდღიანი განტვირთვა დაგვეხმარება არამ ხოლოდ შევინარჩუნოთ ფიგურა, არამედ ვიყოთ ამაღლებულ განწყობაზე და მუდამ თავდაჯერებულები.

ჩვენ გთავაზობთ განტვირთვის დღეების მოწყობის რამდენიმე ვარიანტს.

ხილ–ბოსტნეულის დღე

ვაშლის დღე

მოამზადეთ 1,5 კგ ვაშლი, გახეხეთ და ყოველ სამ საათში მიიღეთ 300 გრამი. მიიღეთ იმდენი სითხე რამდენიც გაგეხარდებათ.

ბანანის დღე

ერთ დღეში აუცილებელია მიიღოთ 1 კგ ბანანი და დალიოთ არანაკლებ 1 ლიტრი სითხე, ჩაის, წვენის ან უშქრო კომპოტის სახით.

კარტოფილის დღე

დღეში 5–ჯერ მიიღეთ  გამომცხვარი  კარტოფილი ცოტაოდენი არაჟნით ან რაფინირებული ზეთით.

კიტრის დღე

4–5 მიღებაზე მიირთვით  1,5 ცოცხალი კიტრი და 1 მოხარშული კვერცხი.

საზამთროს დღე

5–ჯერ დღეში მიირთვით  300 გრამი დაჭრილი საზამთრო.

გარგარის დღე

აიღეთ 120 გრამი ჩირი ან ცოცხალი გარგარი, ჩირი ჩაყარეთ წყალში, თუ ცოცხალი გარგარი გაქვს მაშინ, მოაცილეთ მას კურკები, 4 მიღებით მიირთვით გარგარი ან ჩირი, მაგრამ თუ შიმშილმა შეგაწუხათ მიირთვით კეფირი, არაუმეტეს 1 ლიტრისა.

რძის პროდუქტები

კეფირის დღე

ამ დღეს მიიღეთ  იკვებებით მხოლოდ კეფირით.  მიიღეთ 1–1,5 ლიტრი კეფირი შაქრის გარეშე 5–6– მიღებაზე, შუალედი შესაძლოა იყოს განსხვავებული. არსებობს კეფირით განტვირთვის დღეების რამდენიმე ვარიანტი:

1. კეფირით განტვირთვის დღე უნდა მოვაწყოთ ყოველ კვირას ერთი და იგივე დღეს, მაგალითად ორშაბათს. 
2. ასევე შესაძლებელია კეფირის დღე მოვაწყოთ სამი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით. 
3. შესაძლებელია კეფირის დღეების მონაცვლეობა. ერთ დღეს მიირთვით 1 – 1,5 ლიტრი უშაქრო ცოცხალი კეფირი, მეორე დღეს იკვებოთ ჩვეულებრივად. ასეთი მიდგომა საკმაოდ ეფექტურია.  განტვირთვის დღის დროს ორგანიზმიდან არა მხოლოდ  შლაკები გამოიდევნება და აუმჯობესდება ორგანიზმის მიკროფლორა, ის ასევე გვეხმარება ჭარბი წონის უკუგდებაში.

ბრინჯისა და რძის პროდუქტებით განტვირთვა

მთელი დღის განმავლობაში აუცილებელია მიიღოთ 4–5 ჭიქა უცხიმო რძე და ცოტაოდენი წყალზე მოხარშული ბრინჯის ფაფა.

ხაჭოს დღე

თუ თქვენ ვერ ძლებთ დღეს ტკბილის გარეშე, მოიწყეთ ხაჭოს დღე.

400 გრამი უცხიმო ხაჭოს დაუმატეთ 1,5 კოვზი შქარი და გაანაწილეთ 4 ულუფად, ეს ყველაფერი კი მიიღეთ დღის განმავლობაში. ამ დღეს შიძლება მიიღოთ  კეფირი არაუმეტეს 1 ლიტრისა.

ხაჭოთი განტვირთვის დღის კიდევ ერთი ვარიანტი. მთელი დღის განმვალობაში 4 –ჯერ შეიძლება მიირთვათ 100 გრამი უცხიმო ხაჭო მარცვლეულით. მას უმატებენ ცხელ წყალს, ხოლო 20–30 წუთის შემდეგ სითხეს ღვრიან. ასევე მისაღები ხაჭო თაფლით, არაუმეტეს 1 კოვზისა. ასევე ხილით და ბოსტნეულით. მიტომ სასურველი ის მიიღოთ ყოველდღიურად ცოტაოდენი სახით.

რძის პროდუქტებით განტვირთვის  დღე

პირველი ვარიანტი: დღეში 0,8 – 1 ლიტრი რძე (1,5 –2 საათის გამოტოვებით, თითო მიღებაზე 100 მლ) ხოლო ღამე 200 მლ ხილის წვენი და 20 გრამი შაქარი. 
მეორე ვარიანტი: დღეში 6 ჯერ 250 მილ რძე ან იოგურტი, კეფირი

არაჟნის დღე

თუ თქვენ არჩევანს გააჩერებთ არაჟანზე, მაშინ ის შერჩიეთ ცხიმის შემცველობის მიხედვით და მიიღეთ 10 პროცენტიანი. სითხეებიდან მიიღეთ კეფირი.

სასმელები

ტკბილი დღე

მოამზადეთ 4 ჭიქა ცხელი ჩაი, თითოეულს დაუმტეთ 20 გრამი შქარი, მთელი დღის განმავლობაშ მიიღეთ ტკბილი ჩაი. თუ შიმშილისგან შეგაწუხებთ მუცელი მაშინ გახუხეთ ღუმელში პატარა ნაჭერი შავი პური და მიირთვით.

ნაღებით კვების დღე

დღის განმავლობაში, ყოველ სამ საათში მიიღეთ ნაღების სხვადასხვა ულუფა. მთლიანობაში 600 მლ. დამატებით დაშებულია ყავა ან მუქი უშაქრო ჩაი.

წვენები

ასეთ განტვირთვის დღეზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა ხაზგასმით ავღნიშნავ და შეგახსენებთ, რომ დაკონსერვებული ხილის წვნებში აუცილებელია გაურიოთ ადუღებული წყალი. მთელი დღე იყოთ მხოლოდ წვენზე, ეს შეუძლებელია, მაგრამ ამბობენ რომ მიზანი  ამართლებს საშუალებას. ყველასთვის ცნობილია რომ სიმსუქნე ძირითადად გამოწვეულია ნივთიერებათა არასწორი ცვლით.

იმიასთვის რომ ეს პროცესი გამოსწორდეს, აუცილებელია და რეკომენდებულია მიიღოთ ხილ–ბოსტნეულის წვენები. ასეთი წვენის შემადგენლობაშია: 100 გრამი ვაშლი, 50 გრამი პაპაიას ზეთი, 1 ჩაის კოვზი ტომატი და 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. ეს ყველაფერი ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს და შედეგად შემცირებულია წონაში მატებაც. ზედმეტი ცხიმები ატიურად იწყებენ გაქრობას. გარდა ამისა, ორგანიზმი იწმინდება ზედმეტი შლაკებისგან და ტოქსინებისგან. თუ ამ სახის წვენს მიიღებთ ერთელ დღეში 2–3– კვირის განმავლობაში შესაძლებელია გახდეთ და გაჯანსაღდეთ.

ჩაით და ყავით განტვირთვა

დალიეთ ნებისმიერი სორტის ჩაი და ყავა მხოლოდ ერთი კოვზი შქრით, დღეში 5–6– ფინჯანი. ყავის დღეს შესაძლებელია მიირტვათ 150 გრამი შოკოლადი. შოკოლადი უნდა იყოს შვი და მწარე. დიდი ხანია ცნობილია მწვანე ჩაის სასწაულებიც. ის ასევე სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთლებისთვის. მწავნე ჩაის მსოფლიოში არ ყავს კონკურენტი. მასში ვიტამინი ც 4–ჯერ მეტია, ვიდრე ციტრუსებში, როგორიცაა ფორთოხალი და ლიმონი. ვიტამინ P აქვს შესანიშნავი უნარი გააქტიუროს ც ვიტამინი. მწავნე ში ბევრად სჯობს სასარგებლო თვისებებით შავ ჩაის. ერთი სიტყვით მწვანე ჩი შესანიშნავი საშუალებაა მოიწყოთ განტვირთვის დღეები.

კომპოტით განტვირთვის დღე

დღის განმვალობაში, 5 ჯერ მიიღეთ კომპოტი, რომელიც მომზადებულია 1,5 კგ ვაშლის, 150 გრ შაქრის, 800–1000 მლ წყლისგან.

ბრინჯისა და კომპოტით განტვირთვის დღე

1,5 კგ ცოცხალი ხილისგან მოამზადეთ 1,5 ლიტრი კომპოტი. 50 გრამი ბრინჯისა და 100 გრამი შაქრისგან წყალზე მოხარშეთ ფაფა. თქვენი რეჟიმია: დღეში 6 –ჯერ 1 ჭიქა კომპოტი, დღეში 2–ჯერ ბრინჯის ფაფა.

თევზისა და ხორცის პროდუქტები

ხორცის დღე

აიღეთ ნებისმიერი ხორცი, ღორის გარდა. მოხარშეთ მარილის გარეშე 400 გრამი და დაყავით 4 ნაწილად. შეიძლება ამ დღეს მიიღოთ ჩაი და ყავა უშაქროდ. ხორცთან ერთად შეიძლება მიიღოთ  ფოლგაში შემწვარი უცხიმო თევზი, არაუმეტეს 400 გრამისა.

თევზის დღე

შეწვით მარილის გარეშე 400 გრამი თევზი და 4 მიღებაზე მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში. მასთან ერთად შესაძლებელია მიიღოთ ცოცხალი ბოსტნეული ან სალათა რაფინირებული ზეთით. ამ დღეს წყალი და წვენები შეიძლება მიიღოთ განუსაზღვრელად.

 

ყველით და კვერცხით კვება

საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა, პატარა ნატეხი შაქრით, 100 გრამი ყველი

სადილი: ერთი ფინჯანი ჩაი ოდნავ დამტკბარი, 2 მოხარშული კვერცხი

ვახშამი: ერთი ფინჯანი სუსტი ჩაი პატარა ნატეხი შქარით, 200  გრამი ყველი