როგორ შევამციროთ დღის რაციონში კალორიები?

დილამშვიდობისა🙂 დღეს მესამე დღე და რაღაც ჩემს თავს ვერ შევატყვე, რომ დიეტაზე ვარ, მითუმეტეს გუშინ კაარგად გადავცდი ჩემ დღიურ ნორმას😦 დღეს დილას კიდე ყავამ და პატარა შოკოლადმა, ეგერევ 200 კალორია წამართვა😦 რა საშინელებაა ეს შოკოლადი😦 აწი აღარ შევჭამ ხოლმე. 1200 კალორია მართლა არ არის ცოტა, უბრალოდ გააჩნია რას ჭამ, მაგალითად ზაფხულში კიტრს და პომიდორს როცა ვჭამდი რასაც ქვია ვგულაობდი😀 ზამთარში კიდე ყველა საჭმელი უფრო კალორიულია და შესაბამისად ნაკლებ ჭამ.

მგონი ყველას დაგაინტერესებთ თუ როგორ შევამციროთ ჩვენს საკვებში კალორიები🙂

1) ეს არის მაიონეზი, ძალიან გემრიელი და მახალკალორიული, საერთოდ თუ ამოიღებთ რაციონიდან დამიჯერეთ ძალიან დაეტყობა თქვენს კალორიებს, მაგრამ თუ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ სიამოვნებაზე, მაშინ არსებობს დაბაკლაორიული მაიონეზებიც, რომლიც დაახლოებით სამჯერ ნაკლებ კალორიას შეიცავს სხვა მაიონეზებისგან

2)ზეთი ეს არის ყველაზე, ყველაზე კალორიული პროდუქტი, მაგრამ მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით ან კარაქით, ყველაზე მაგარი ვარიანტია ზეთის შემცვლელი, რომლსაც 900 კალორიის შეცვლა შეუძლია 5 კალორიით, ფაქტიურად არ შეიცავს კალორიებს, მაგრამ ეს პროდუქტი ჯერ საქართველოში არ იყიდება, მაგრამ ვისაც საზღვარგარეთ გყავთ მეგობრები, ნათესავები შეგიძლიათ თხოვოთ, რომ გამიგიგზავნონ, თუნდაც ერთი ცალი🙂 დამიჯერეთ ძალიან დიდხანს გეყოფათ

3)გაზიანი სასმელები. მაგალითად კოკაკოლა, რომელიც 100 გრამზე 42 კალორიას შეიცავს შეგიძლიათ შეცვალოთ უშქარო კოკაკოლებით, ნული კალორიით ან თუნდაც უშქარო ხილის წვენებით🙂

სურათები განწყობისთვის :)

This slideshow requires JavaScript.