აწონვის დღეები

კალორიების დიეტა არის ჯანსაღი კვება და არა შიმშილი, ამიტომ ვერ დაგპირდებით, რომ დღეში ერთ კილოგრამს დაიკლებთ, როგორც ამას “მონო დიეტები” გპირდებიან, რაც რათქმაუნდა საზიანოა ჯანმრთელობისთვის. კალორიების თვლის დროს დაკლება ინდვიდუალურია, დამოკიდებულია რამდენ კალორიას ვიღებთ და რამდენი კილო გვაქვს დასაკლები, რადგან ბოლო კილოგრამები ყოველთვის უფრო რთული დასაკლებია, მაგრამ მე სავსებით დარწმუნებით შემიძია გითხრათ, რომ თუ თქვენ დასაკლები გაქვთ 10 კილო და მეტი სამ თვეში აუცილებლად გექნებათ სასურველი შედეგი.

ვინაიდან ამ დიეტით კვირაში შეგვიძლია ნახევარი კილოდან 2 კილომდე დაკლება (გააჩნია კალორიების დანაკლისს) არ არის სასურველი ყოველდღე აწონვა, ეს სტიმულს დაგიკარგავთ, თუ თქვენ აიწონით კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ, ნამდვილად უფრო მოტივირებული და კმაყოფილი დარჩებით.

მე ვაპირებ ავიწონო ყოველ მეათე დღეს. დიეტის პირველი დღე იყო 05/09/2012/ მესამე დღეს აწონილს აღარ ჩავთვლი, რადგან ის მხოლოდ სითხე იყო, შემდეგი აწონვის დღეები იქნება: 14/09/2012, 24/09/2012, 04/10/2012, 14/10/2012, 24/10/2012, 03/11/2012, 13/11/2012, 23/11/2012, 03/11/2012, 13/11/2012, 23/11/2012, 03/12/2012