იოგა

ინდური კულტურის ცნება, ფართო გაგებით აღნიშნავს სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას, რომლებიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. იოგური ასკეტიზმის პირველადი მიზანია პიროვნების თვითრეალიზაცია, ხოლო საბოლოო მიზნად განღმრთობა უნდა ჩაითვალოს. ინდუიზმის სწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად. ოდესმე ღმერთებსაც ადამიანებად დაბადება მოუწევთ, რათა კვლავ განწმინდონ თავიანთი კარმა. ხოლო იოგა ყველაზე ეფექტური და უმძლავრესი მეთოდია უმაღლესი გასხივოსნების გზაზე. მიწევნილებაში მდგარი იოგინი სანახევროდღაა ადამიანი. მისი ონტოლოგიური სტატუსი მთლიანად იცვლება. ის კასტების და კარმას მიღმა მდგარი ზეარსებაა, რომელსაც ღმერთებიც თაყვანსსცემენ და პატივს მიაგებენ. ახალი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი მოძღვრის, ვივეკანანდას განმარტებით, ადამიანის სახეობისათვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ცნობიერება და ქვეცნობიერება, არამედ ზეცნობიერება. ეს ის მდგომარეობაა, რომლის წიაღიდან წინასწარმეტყველნი ღვთის სახელით წინასწარმეტყველებდნენ, ხოლო წმინდანნი სასწაულებს აღასრულებდნენ. იოგას ათასწლოვანი მოძღვრება იმ ცოდნას ინახავს, რომელიც ზეცნობიერების კარს ხსნის. ეს არის გასხივოსნების მეთოდი, სწავლება ჩვეულებრიობის, რუტინული ყოფის საზღვრის გადალახვის შესახებ.

დენის ოსტინი: იოგა წონაში დასაკლებად

დენისის ოსტინის ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული პროგრამაა „იოგა გახდომის მსურველთათვის“. ის გათვლილია პრობლრმურ ადგილებზე და ვარჯიშების სამი კომპლექსისაგან შედგება:

1. 30 წუთი – იოგას ტრადიციული ასანები, რომლებიც კარგია ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, ზედმეტი კალორიების დასაწვავად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად.
2. 15 წუთი – სპეციალური ვარჯიშები ხელების, მხრების, ფეხების და დუნდულებისათვის. ხათხა-იოგაზე დაფუძნებული ეს ვარჯიშები საკუთარი სხეულის უკეთ ფლობას გასწავლით.
3. 15 წუთი – მუცლის პრესზე გათვლილი ვარჯიშები. პროგრამა სრულდება რელაქსაციის ვარჯიშებით.

ალბათ ბევრს მოეწონება ის, რომ ვიდეოები რუსულ ენაზეა თარგმნილი🙂

რადგან პირდაპირ ვიდეოები არ დაიდო, მხოლოდ ლინკების მოწოდება შემიძლია

http://vimeo.com/28547686#

http://vimeo.com/28548110#

http://vimeo.com/28549351#at=0