The 365 Day Challenge

ალბათ გაგიგიათ მსგავსი პროექტის შესახებ, რომელსაც ქვია “The 365 Day Challenge” მოკლე შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ შენ ისახავ მიზანს, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაღწიო გარკვეულ დროში ამ შემთხვევაში კი 365 დღეში, ამაში კი პროექტის ორგანიზატორები გეხმარებიან, ეს არ არის რეალითი შოუ ან რამე მსგავსი, ამ ყველაფრის გაკეთება შენი კომპიუტერითაც სავსებით შესაძლებელია🙂

იმისთვის, რომ დაიკლო წონაში 365 დღეში, მოტივაციისთვის შეადგინეს 5 პუნქტი

პუნქტი პირველი: ჩემი მიზანი

ამ პუნქტში უნდა ჩამოწეროთ თქვენი მიზანი, ამ შემთხვევაში რამდენი კილოგრამის დაკლება გსურთ გარკვეულ დროში (არაა აუცილებელი 365 დღე🙂 )

პუნქტი მეორე: ჩანაცვლება

ეს პუნქტი არ გულისხმობს რამე კონკრეტულს,ამ პუნქტში შეგიძლიათ შიტანოთ ნებისმიერი სახის ცვლილება, რომელიც დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში მაგალითად ჩაანაცვლოთ ნებისმიერი მაღალკალორიული საკვები შედარებით დაბალკალორიული საკვებით, მაგალითად გაზიანი საასმელები ჩაანაცვლოთ ხილის სუფთა წვენით, ან ჩვეულებრივი ჩაი მწვანე ჩაით და აშ.

მესამე პუნქტი: ცვლილება

თქვენ ეს პუნქტი გეხმარებათ დაინაოთ თქვენს თავში ცვლილებები რათქმაუნდა უკეთესობისკენ, მაგალითად რა გააკეთე დღეს სასარგებლო შენი ჯანმრთელობისთვის და რის ნაცვლად🙂 უფრო კონკრეტულად: მე დღეს ვისეირნე ტელევიზორის ყურების ნაცვლად და აშ.🙂

მეოთხე პუნქტი: დაეხმარე სხვებს

ეს პუნქტი საშვალებას გაძლევთ დაეხმაროთ სხვებს🙂 ანუ ამ შემთხვევაში მისცეთ რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით, მე მაგალითად ამ ბლოგით ვცდილობ ხალხს გავუზიარო ის რაც წამიკითხავს ან გამოცდილებიდან ვიცი ამასთან დაკავშირებით🙂

მეხუთე პუნქტი: შექმენით მხოლოდ თქვენით

ყველაზე სახალისო პუნქტი🙂 ამ პუნქტში თქვენ უნდა შექმნათ რამე ისეთი რაც მოგცემთ სტიმულს ან თუნდაც გაგახალისებთ, რადგან ბევრისგან მსმენია, რომ დიეტების გამო დაეწო დეპრესია და მსგავსი სხვა, მაგალითად მე ჩემი დღიურის პირველ გვერდძე შევქმენი მოტივაციის პურცელი🙂 ფერად ფირცლებზე დავწერე ჩემი მიზნები, შემდეგ კი ჩამოვწერე საჩუქრების სია, რომელსაც თითოეული მიზმის შესრულების შემდეგ გავუკეთებ ჩემს თავს🙂

დამიჯერეთ ეს თითქოს უმნიშვნელო პუნქტები ძალიან გაგამხიარულებთ და თავიდან აგაცილებთ იმას რაც ძალიან უხალისოს ხდის დიეტას🙂 თუ დიეტას ისე მივიღებთ, როგორც ჩვენი ცხოვრების პატარა თავგადასავალს ის უფრო მხიარული და ფერადი გადება🙂