მოტივაცია

დადეთ ხელშეკრულება თქვენს თავთან🙂

დაწერეთ წერილი სადაც ჩამოწერთ ყველა თქვენს მიზანს და მისკენ მიმავალ გზებს🙂 ყოველ მიზანს კი მიუწერეთ საჩუქარი, რომელსაც თქვენ თავს აჩუქებთ თითოეული მიზნის მიღწევის შემდეგ🙂

ხშირად უყურეთ ფიტნეს შოუებს

ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სახლის პირობებში ივარჯიშოთ სწორედ🙂

ჩამოშორდით მათ ვინც მოტივაციას გიკარგავთ

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემს გარშემო ხშირადაა მსგავსი ფრაზები “რა აზრი აქვს მაინც დაარღვევ” “ამაზე ადრე უნდა გეფიქრა, ეხლა გვიანია” ადრე თუ ეს ყველაფერი მაღიზიანებდა დამიჯერეთ ეხლა ნამდვილად არ ვაქცევ მსგავს ფრაზებს და ადამიანებს ყურადღებას🙂

ხშირად იარეთ კლუბში

თუ რათქმაუნდა თქვენ ხელს გიწყობთ ასაკი და გარემოება გირჩევთ ხშირად იაროთ კლუბში რადგან 2 საათი ცეკვით იხარჯება 532 კალორია🙂

რასაც ჩაიფიქრებთ განახორციელეთ

ამ შემთხვევაში პატარა ჩანაფიქრებებზე მაქ საუბარი🙂 მაგალითად ფიტნეს კლუბის მოძებნა, ფასების გაგება და მსგავსი უამრავი წვრილმანი🙂 დამიჯერეთ ეს მოგმატებთ თავდაჯერებულობას🙂

ეს უფლებას არ მოგცემთ დაარღვიოთ🙂

თუ თქვენ იყიდით ტანსაცმელს, რომელიც ყოველთვის გინდოდათ გქონოდათ, მაგრამ აქამდე ვერ ბედავდით ჩაცმას თქვენი “ფორმების” გამო გირჩევთ იყიდოთ, მაგრამ რამდენიმე ზომით პატარა, ეს მოგცემთ სტიმულს და თქვენ თქვენ თავს არ მისცემთ “დარღვევის” უფლებას🙂

პროგრესის სტრუქტურა

როდესაც თქვენ თავს შეატყობთ ცვლილებას გირჩევთ გადაიღოთ სურათი და შეადაროთ ადრინდელ სურათს სადაც ჯერ კიდევ არ გქონდათ დაწყებული დიეტა🙂 დამიჯერეთ ძალიან მცირე ცვლილებაც კიდე ძალიან დიდ სტიმულს შეგმატებთ🙂

იზეიმეთ!🙂

მიეცით პირობა თავს, რომ როდესაც საბოლოო მიზანს მიაღწევთ, ამის აღსანიშნავად იზეიმებთ, რადგან დამიჯერეთ თქვენ იმსახურებთ ამას!🙂