რამდენი კალორია გვჭირდება დღეში

კალორიების დღიური ნორმა ინდივიდუალურია.

როგორ და რამდენი კალორიის დეფიციტი უნდა შევიქმნათ? ჯერ კალკულატორის საშუალებით უნდა გამოვთვალოთ ჩვენთვის საჭირო კალორიების დღიური ნორმა, შემდეგ ჩვენს დღიურ ნორმას გამოვაკლოთ 500კკალ,  შესაბამისად დავიწყებთ წონაში კლებას…
მაგალითად ჩემი კალორიების დღიური ნორმა არის 1629კკალ,(იმ შემთხვევაში თუ მინდა წონის შენარჩუნება უნდა მივიღო 1629კკალ დღეში,
თუ მინდა წონაში დაკლება უნდა მივიღო 1629კკალ-500კკალ =1129კკალ დღეში(თუმცა ვინაიდან 1200კკალ-ზე ნაკლების მიღება არ შეიძლება ქალისთვის, მე მივიღებ 1 200 კკალ-ს დღეში)
ხოლო თუ მინდა წონაში მომატება უნდა მივიღო 1686კკალ+500კკალ=2186კკალ დღეში…

დღეში 500 კკალ-ის დეფიციტი, კვირაში უტოლდება 500*7=3 500კკალ-ს ანუ კვირაში საშუალოდ ვიკლებთ ნახევარ კილო სუფთა ცხიმს და არა წყალს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურად აქტიურები არ ვართ და არ ვვარჯიშობთ, თუმცა თუ ვივარჯიშებთ და ვარჯიშითაც დავწვავთ კალორიებს მეტის დაკლება შეიძლება, მაგალოთად თუ ჩვენ ყოველდღე ვივარჯიშებთ 1 საათი ველოსიპედით დავკარგავთ 300-დან 500-მდე კკალორიას, ტანავრჯიშით 600კკალ, ცეკვით 250-400 კკალ, ცურვით 400-600კკალ,აერობიკით 400-600, ნელი სირბილით (8კმ/სთ)-600კკალ,სიარულით(4კმ/სთ)-250კკალ, თუ გავზრდით დროს შესაბამისად გაიზრდება დახარჯული კალორიების რაოდენობაც :)

ჩვენს მიერ ხსენებული კალორიების დიეტა ექიმების მიერ საუკეთესო დიეტად არის აღიარებული, რადგან იგი არ ფიტავს ჩვენს ორგანიზმს,(და შესაბამისად არ იწვევს მრავალ დაავადებას) ასევე არ იწვწვს ფსიქოლოგიურ შიმშლს და არ მივყავართ ფსიქიურ აშლილობამდე, მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავიკლოთ ნელა და ლამაზად, თანაც ისე, რომ აღარასოდეს შეგვაწუხოს ზედმეტმა წონამ.

p.s. თუ ვინმემ ვერ გაიგეთ როგორ უნდა გამოთვალოთ თქვენი კალორიების დღიური ნორმა, კომენტარებში დაწერეთ თქვენი ასაკი, სიმაღლე, სქესი, წონა და მე გამოგითვლით :)

About these ads